ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე - განცდა მრჩება, რომ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია

მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია, - ასე აფასებს ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ულტიმატუმის ენით საუბრობს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იციან სამუშაო ჯგუფის მუშაობის დღის წესრიგი. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსს მიაღწევენ.

„ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა, პირველივე დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი. მაშინაც კი, როცა არ იციან, რა არის დღის წესრიგი თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვისმჯელოთ, აკეთებენ ასეთ განცხადებებს. მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია და მიუხედავად იმის, რა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ისინი ფიქრობენ გამოეთიშონ პროცესს და ამით ცდილობენ პროცესის დისკრედიტაციას. ამის მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და მოვახერხებთ კონკრეტული შედეგის დადებას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ხელისუფლების პოზიციას თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ოხანაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეცნობება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე მთავარ მოთხოვნად 2020 წლამდე მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აყენებეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს