სოფელ ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. მშენებლობის დაწყების შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საბა”-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, სოფელ ანასეულს წყალი მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც.

პროექტი ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე, 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 799 998 ლარით ფინანსდება. პროექტი 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან