ლევან დავითაშვილი - ბოლო 12 წლის განმავლობაში ინდუსტრია შეიცვალა, თუ გვყავდა რამდენიმე მწარმოებელი, ახლა გვყავს ასობით ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი

ბოლო 12 წლის განმავლობაში ინდუსტრია სრულიად შეიცვალა. თუ გვყავდა რამდენიმე მწარმოებელი, ახლა გვყავს ასობით ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოფენის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან ფართოვდება ქართული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.

"უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ექსპო ჯორჯია“ ივნისში მასპინძლობს ქართული ღვინის საერთაშორისო გამოფენას, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი ღვინის მწარმოებლები, ასევე დანადგარებისა და მასალების მომწოდებლებიც მონაწილეობენ. წლიდან წლამდე გამოფენა იზრდება, წელს 100-ზე მეტი მონაწილეა წარმოდგენილი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ინდუსტრია სრულიად შეიცვალა. თუ გვყავდა რამდენიმე მწარმოებელი, ახლა გვყავს ასობით ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია. ასევე თვისობრივად ქართული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა. შესაბამისად, ამ გამოფენას მეტი მიზიდულობა აქვს, ჩამოდიან დისტრიბუტორები, იმპორტიორები იმისთვის, რომ რეალური გარიგებები მოხდეს ქართულ კომპანიებთან უშუალო ურთიერთობით,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა