სერგი კაპანაძე საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის დატოვების შემდეგ - არ შეიძლება მოწყალების იმედზე ვიყოთ, ახლა სწორედ ამას ვხედავთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ, საარჩევნო საკითხებზე შეკრებილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიციური სპექტრი სვამს, არის 2020 წლის საპარამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ამ მოთხოვნის პირობებში ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია.

„არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს პატარა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. ახლა სწორედ ამას ვხედავთ. ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან ამ სისტემით ნაწილდება უფრო ადეკვატურად მანდატები პარალმენტში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დისკუსია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დაიწყოს. აღნიშნული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე დავსვით და მმართველი გუნდისგან ჩამოყალიბებულ პასუხს ველდოებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო