Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია გამყარებული იქნება Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის მიერ. ვოლვოს ტექნიკური ფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში. აღნიშნულ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

„Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ნამდვილი ავტომობილი ატარო და თან შერეული რეალობის მოწყობილობა გეკეთოს, რომელიც ერთდროულად ვირტუალურ ელემენტებს მატებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერც ერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.

Varjo XR-1 არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს ცდისპირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებების და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას. XR-1-ს წინამორბედისგან განსხვავებით შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნების და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი. მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი ვოლვოს დიზაინერებს და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე“, - ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Volvo Cars-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელის ჰენრიკ გრინის თქმით, შერეული მოწყობილობების მეშვეობით, შესაძლებელია ავტომობილის შეფასება, მაშინ როდესაც ის მხოლოდ დაფაზეა გამოსახული.

„შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზანი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე პრიორიტეტების და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“, - განაცხადა ჰენრიკ გრინიმ.

„XR-1-ი Volvo Cars -ის ინჟინრებს ეხმარება უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1 - ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმნელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდისპირი ავტომობილის მართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევის და დაკვირვებების გარეშე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დასაწყისშივე ჩვენი ხედვა იყო, რომ შეგვექმნა პროდუქტი რომელიც იქნებოდა რეალობის და ვირტუალობის შერწყმა. იმ შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა გზითაც ვოლვო იყენებს ჩვენს პროდუქტს, შესაძლებელი ხდება რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენ ვოლვოსთან ერთად შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის ახალი ერა“, - აცხადებს Varjo-ს დამფუძნებელი ნიკო აიდენი.

Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის გამოყენების მხრივ და Varjo-სთან თანამშრომლობა არის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად.

„Varjo არის ერთპიროვნული ლიდერი ამ ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური მდგომარეობა გვპირდება დიდ ზრდას და ამავდროულად შემოაქვს დიდი კონტრიბუცია ჩვენთან თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი იმისა თუ როგორ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ მომავალში“, - ამბობს Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის წარმომადგენელი ზაკი ფასიჰუდინი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს