თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს

ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე მოქალაქეების მოთხოვნა არის და მმართველმა გუნდა პირველ რიგში, ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯი.

„ხელისუფლებას ეძლევა შანსი იმოქმედოს გონივრულად და განიხილოს პროპორციული სისტემის ამოქმედების საკითხი. მან არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ 300 ათასი მოქალაქის ხმაც უნდა გაითვალისწინოს, ამ შემთხვევაში მივაღწევთ კონსენსუსს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.

საარჩევნო კანონმდებლობაში გასატარებელ ცვლილებებზე პარლამენტში სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო