შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია და უწყების სხვა წარმომადგენლები.

თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ამასთან, შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და დღეისათვის ოთხმოცდათხუთმეტამდე წარმომადგენელს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პროცესებში,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა