ლევან დავითაშვილი IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების ხელმძღვანელს საქართველოში ვრეჯ ვჯიჯიანს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.

ვრეჯ ვჯიჯიანმა დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, IFAD -ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „მერძევეობის გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომა“ მნიშვნელობის შესახებ, რომელის განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა