"ზუმერში" აქსესუარები წონით იყიდება

“ზუმერი” ტექნიკის პირველი ბრენდია საქართველოში, რომელიც მობილური ტელეფონების აქსესუარებს წონით ყიდის. Marshall kilburn bluetooth (100 გრ - 13.30), JBL flip 4 (100 გრ - 45.80), Urbanears PLATTAN 2 (100 გრ. – 53.91) მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტექნიკისა, რომელთა ყიდვაც ზუმერის ფილიალებში აწონვის შემდეგაა შესაძლებელი. კამპანიის მესიჯი მარტივია - “წონიანი ფასდაკლება”, რაც პირდაპირი მნიშვნელობის გარდა დიდ ფასდაკლებაზეც მიუთითებს. აქცია სხვადასხვა აქსესუარზე ზუმერის ფილიალებში სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ზუმერში თითქმის ყველანაირი აქსესუარის შეძენაა შესაძლებელი, ჩვენი ბრენდი ადამიანთა უმეტესობისათვის მაინც მხოლოდ მობილურ ტელეფონებთან ასოცირდება. ამიტომ, აქსესუართა სიმრავლისა თუ მრავალფეროვნების ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ მომხმარებლისათვის ისეთი შეთავაზება გაგვეკეთებინა, რომელიც ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა, ვიდრე ეს უბრალოდ - “გრანდიოზული ფასდაკლებაა”. როგორც იცით, ზუმერული ფასი უკვე თავისთავად ნიშნავს საუკეთესო ფასს მოცემულ მომენტში, ამიტომ ამჯერად უკვე შევეცადეთ, რომ ეს ფასი არამხოლოდ რიცხვებით, შინაარსობრივადაც ყოფილიყო გამორჩეული - აცხადებს ეთო მერებაშვილი, “ზუმერის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო