„საქართველოს ფოსტა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კამპანიას - #გააზიარესიკეთე იწყებს

„საქართველოს ფოსტა“ 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კამპანიას - #გააზიარესიკეთე იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და გულისხმობს მათ მიერ შექმნილი ნახატების საფოსტო ბარათებზე გადატანას, რომლებიც საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გაიყიდება.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის თქმით, კამპანია #გააზიარესიკეთე-ს მიზანია, შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებლობა შშმ ბავშვთა შესაძლებლობის მიმართ.

„საფოსტო ბარათები უნიკალურია, რადგან მათზე გადმოტანილია ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები, მრავალფეროვანი თემატიკით. ჩვენი პროექტის მიზანია შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება შშმ ბავშვთა შესაძლებლობის მიმართ და საშუალება მივცეთ ნებისმიერ მსურველს თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბავშვებისათვის სტაბილური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს არსებობაში, ისინი კი ყოველდღიურად დაგიმტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

„პირველი ნაბიჯის“ დირექტორი თამარ ზაალიშვილის თქმით, „საქართველოს ფოსტის“ ამ ინიციატივით ბავშვებს საშუალება ექნებათ, რომ ისინი საზოგადოებამ გაიცნოს და ეს მათ გააბედნიერებთ.

„პირველი ნაბიჯი“ არის საოცარი მიკრო სამყარო, სადაც დიდები პატარები ხდებიან, ხოლო პატარები დიდები, სადაც გვახსენდება, რომ ერთ დროს ყველანი ბავშვები ვიყავით. არ არის აუცილებელი გმირობების ჩადენა, სულ მცირედია საკმარისი იმისათვის, რომ გავახაროთ ბავშვები და მათი მშობლები. „პირველ ნაბიჯს“ ყველაზე მეტად პეპი გრძელი წინდას სიტყვები უხდება - „ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, მე ამას შევძლებ“. ჩვენ დღემდე ამ შემართებით ვართ და 20 წელზე მეტია ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა. „საქართველოს ფოსტის“ ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა საშუალებას მისცემს ჩვენს ბავშვებს გაიცნოს ისინი საზოგადოებამ და ერთად დავეხმაროთ მათ იყვნენ ბედნიერები“, - განახადა თამარ ზაალიშვილმა.

ბავშვების მიერ შექმნილი საფოსტო ბარათები „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვის ცენტრში გაიყიდება, ბარათებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პირველი ნაბიჯის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა