ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები ზუგდიდში დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ

ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ აცნობეს, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებლები ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან.

მათი ინფორმაციით, დევნილთა 45 ოჯახს ავარიულ შენობებში უწევთ ცხოვრება.

„აქ არ არის სველი წერტილები, არ არის გაზგაყვანილობა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, საცხოვრებელი ოთახები მოუწყობელია, ხოლო კორიდორები - გაპარტახებული. დასახლების ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ეზოში საშინელი სუნი დგება, ხოლო გამეფებული ანტისანიტარია ხელს უწყობს ქვეწარმავლების გამრავლებას.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მათ შემოსავალს, ძირითადად, დევნილთა შემწეობა წარმოადგენს, რომლის ოდენობა 45 ლარია. მათი თქმით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ და მათ დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა