სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე - კალიების რაოდენობა წელს არ არის განსაკუთრებულად მომატებული

კალიების რაოდენობა წელს არ არის განსაკუთრებულად მომატებული, თუმცა, 10 ერთეული ტექნიკა, რომელიც სპეციალურად კალიებისთვის არის გამიზნული, უკვე თვენახევარზე მეტია, მუშაობს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ ქვემო ქართლში, რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარედ განსაკუთრებით მომრავლებულ კალიებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში კალიების წინააღმდეგ. ამასთან, მისი თქმით, პირუტყვის დაცვის მიზნით მათ ვერ შეძლეს გარკვეულ ადგილებზე(საძოვრებზე) სპეციალური ღონისძიების გატარება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, მცენარეთა დაცვასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი არის განსაკუთრებით საშიშ ორგანიზმებთან ბრძოლა, რომელსაც მიეკუთვნება კალიები. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთის რეგიონებში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. დღეისათვის დაახლოებით 10 000 ჰექტარამდე ფართობი არის დამუშავებული ჩვენს მიერ. არის ადგილები, სადაც ვერ შევძელით ღონისძიების გატარება, ვინაიდან იქ საძოვარია და პირუტყვის დაცვის მიზნით არ განვახორციელეთ ღონისძიებები.

კალიების რაოდენობა წელს არ არის განსაკუთრებულად მომატებული. 2014 წელს გვქონდა დაახლოებით მსგავსი შემოტევა, როდესაც დაახლოებით 15 000 ჰექტარზე გავატარეთ სპეციალური ღონისძიებები. წელს არ არის ის რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს, თუმცა, 10 ერთეული ტექნიკა, რომელიც სპეციალურად კალიებისთვის არის გამიზნული, უკვე თვენახევარზე მეტია, მუშაობს”, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა