ბაჩუკი ქარდავა - ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, გამოავლენს ივანიშვილი პოლიტიკურ ნებას, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები თუ - არა

ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გამოავლენს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული და კონკურენტული არჩევნები, თუ - არა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტში მოქალაქეთა ხელმოწერები შეიტანა. ქარდავას თქმით, ამჟამად ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.

„საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის საჭირო იყო 200 000 ხელმოწერა, ჩვენ შევიტანეთ 250 000-მდე ხელმოწერა. უკვე იწყება დროის ათვლა, როდესაც საპროცედურო კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით დანიშნოს საყოველთაო საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკომიტეტო მოსმენები და შეიტანოს პლენარული დღის წესრიგში. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გამოავლენს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში ჩაატარონ პროპორციული კონკურენტული არჩევნები, თუ - არა, ამას ვნახავთ. ოპოზიცია, რომელიც არის სრულად კონსოლიდირებული ამ საკითხის გარშემო, მზად არის, ბრძოლა გააგრძელოს და რა თქმა უნდა, გრძელდება ის კამპანია, რომელიც მოიცავს მილიონი ხელმოწერის შეგროვებასა და ამ საკითხის რეალურად გადასაწყვეტად საზოგადოების დარაზმვას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. გარდა ხელმოწერებისა, ჩვენს არსენალში გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, პოლიტიკური პროტესტის სხვა ფორმები, რომელიც კანონითა და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების ნაცვლად აირჩევს ხელისუფლებისა და ძალაუფლების უზურპაციის გზას“, - აღნიშნა ქარდავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს