ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა

ომანის ყურეში ორ ტანკერზე „Front Altair“ და „Kokuka Courageous“-ზე მცირე შუალედით აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ორივე ამ გემს დახმარებას აშშ სამხედრო-საზღვაო ძალები უწევენ. ამ ცნობას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

დღევანდელ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთდროულად ოთხ ტანკერზე მოხდა კოორდინირებული თავდასხმა. გაეროს კომისიის სხდომაზე ეჭვმიტანილად გამოცხადდა ანონიმური „სახელმწიფო სტრუქტურა“. აშშ-მ პირდაპირ დასდო ბრალი ირანს. ეს უკანასკნელი ბრალდებებს უარყოფს.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, დღევანდელი ინციდენტის შემდეგ ნავთობის ფასმა 3,9%-ით მოიმატა თითქმის ხუთთვიანი მინიმუმიდან. დაზიანებული ორი ტანკერიდან ერთ-ერთზე 75 ათასი ტონა ნავთობია, მეორეზე მეთანოლი და მას ჩაძირვა არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქებები მცირე შუალედით მოხდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა