ლევან დავითაშვილი  - სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დამონტაჟდეს საქართველოში ყველა კრიტიკულ ადგილას, კრიტიკულ ხეობებში და ასეთი საკმაოდ ბევრია

დაწყებულია 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც დაახლოებით სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანად დაფარავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და რისკების შეფასების პროექტის მიმდინარეობის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ვერეს ხეობაში, ასევე დევდორაკზე უკვე დამონტაჟებულია აღნიშნული სისტემა, ამასთან, ეტაპობრივად მომდევნო სამ წელში ადრეული შეტყობინების სისტემები ყველა კრიტიკულ ადგილას დამონტაჟდება.

„დღეს 13 ივნისია, იცით, რომ თბილისში მოხდა სტიქია რამდენიმე წლის წინ. ვერეს ხეობაში დამონტაჟდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც პირველი ნაბიჯია ამ კუთხით, ასევე იცით, რომ ჩვენ დევდორაკზე გვქონდა რამდენიმე სტიქიური მოვლენა და იქაც გვქვს ადრეული შეტყობინების სისტემები. მსგავსი ავტომატური შეტყობინების სისტემები უნდა დამონტაჟდეს საქართველოში ყველა კრიტიკულ ადგილას, კრიტიკულ ხეობებში და ასეთი საკმაოდ ბევრია ,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო