თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საკრებულო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი,“ - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა