2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ოთარ კახიძემ იკამათეს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.

კამათი ოთარ კახიძესა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის უცხოური ინვესტიციების შემცირების თაობაზე ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა, რაზეც გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, რომ უცხოური ინვესტიციების ადგილობრივი ინვესტიციებით ჩანაცვლებას დადებითი მხარეებიც შეიძლება ჰქონდეს. აღნიშნულზე ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ უცხოური ინვესტიციების გარეშე ქვეყანას განვითარების „შანსი არ აქვს“.

„ბატონო გიორგი, საკუთარი თავი ჭაობიდან მარტო მიუნჰაუზენმა ამოათრია, თმაში რომ მოჰკიდა ხელი. როგორც წარმოგიდგენიათ ჩვენ უცხოური ინვესტიციები ადგილობრივით ჩავანაცვლოთ? ეგეთი რაღაც სად გაგიგიათ?!“, - მიმართა მინისტრის მოადგილეს ოთარ კახიძემ.

აღნიშნულ განცხადებაზე კი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატს რეპლიკით მიმართა, რომ ის მაკროეკონომიკაში ვერ ერკვევა.

„ბატონო ოთარ მაკროეკონომიკა გესმით? - არ გესმით მაკროეკონომიკა და მე მეუბნებით. დანაზოგი გაგიგიათ რა არის? დანაზოგი თუ არ შექმნა ქვეყანამ ვერასდროს ვერ ამოვა და ქვეყანა FDI-ით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) ვერ წავა წინ. არ გესმით მაკროეკონომიკა და ამიტომ გეუბნებით. მე ხომ იურიდიულ საკითხებში არ შემოვდივარ?“ - განცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სამი ფრაქციის გაერთიანებულ სხდომაზე 2018 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო