ლევან თარხნიშვილი - 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება, უბრალოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლებლობას მოგვცემს, ეს უფრო დემოკრატიულად და  მშვიდობიანად მოხდეს

2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება, უბრალოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლებლობას მოგვცემს, ეს უფრო დემოკრატიულად და მშვიდობიანად მოხდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ინიციატივაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდეს. როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არსებული საარჩევნო სისტემით ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს, თუმცა ის განწირულია და აუცილებლად შეიცვლება.

„ის, რომ ხელისუფლებას არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება სურს, ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიდის ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ნების წინააღმდეგ. მათ სურთ, ხელოვნურად შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც მათი აზრით, გაუადვილებთ ხელისუფლებაში დარჩენას. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მაინც არ უშველის და 2020 წელს, ასე თუ ისე, ხელისუფლება მაინც შეიცვლება, უბრალოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლებლობას მოგვცემს, ეს უფრო დემოკრატიულად და მშვიდობიანად გაკეთდეს და ხელსუფლებაში მოვიდეს არა რომელიმე ერთი ძალა, არამედ, კოალიციური მთავრობა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველომ გადადგას კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, ხელისუფლება წამოვა თუ არა ამ დათმობაზე, ის მაინც განწირულია, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება პროცესები. ასევე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რამდენად გულწრფელია ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ ის დაინტერესებულია დემოკრატიის განვითარებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და საარჩევნო სისტემის ცვლილებით“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს