ირაკლი კობახიძე - საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება

საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა, ბევრია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

საკითხებს შორის, რაზეც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეჯერება ელის, ირაკლი კობახიძე ასახელებს: - პარტიების დაფინანსებას და დაფინანსების გამჭვირვალობას, უფასო საეთერო დროის განაწილებას, ე.წ. სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხს.

“ეს არის ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. ეუთო/ოდირის-ის მიერ წარმოდგენილია რეკომენდაციები. არის 27 რეკომენდაცია და სამუშაო პროცესი აგებული იქნება სწორედ ამ რეკომენდაციებზე. მსაჯელობა გაიმართება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 24 ივნისამდე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რის შემდეგაც კანონპროექტი მომზადდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა