თბილისში ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკება 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება

თბილისის მერიამ საზოგადოებას ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

როგორც ხუნწარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბეჰემოტის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

„საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში 14 პროექტი შემოვიდა. ორშაბათამდე არის ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან. სად განთავსდება ნამუშევარი კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგათ. „ბეგის“ ქანდაკება თბილისში შემდეგ 13 ივნისს განთავსდება, რომელიც 13 ივნისის მთავარი ფიგურა გახდა",- განაცხადა ხუნწარიამ.

იხილეთ ვიდეო: 13 ივნისის სიმბოლო - მერიამ ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკების ესკიზები წარადგინა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა