ირაკლი კობახიძე - სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში შეზღუდვას საჭიროებს

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას ეხება, პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება. როგორც ჟურნალისტებსპარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა თავმჯდომარისთვის აღნიშნულის მიზეზი უცნობია. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, განხილვის შეჩერების მიზეზს მოიკითხავს და საკითხს წამყვანი კომიტეტი განიხილავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ენით საუბარი გამოხატვის თავისუფლებასთან არის ბმაში, ის საზოგადოებისთვის წარმოადგენს პრობლემას და საჭიროებს საკითხზე დროული გადაწყვეტილების მიღებას.

მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემა შეინიშნება ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში, რის გამოც წარმოუდგენელია პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი.

„ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივა არის აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილება მისაღები. საკითხი წამყვან კომიტეტში არ განხილულა. თუ რატომ იყო შეჩერებული მისი განხილვა, ამის მიზეზს მოვიკითხავთ. სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანაა, მოვძებნოთ გამოსავალი. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობთ იმავე, პოლიტიკურ კულტურაზე, სანამ იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი სიძულვილის ენა მედიაში თუ პოლიტიკაში, პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა