თსუ-ში საზაფხულო სკოლა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იხსნება

14 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იხსნება. სკოლის თემაა: „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიტების მოგვარება“.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეოთხე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა. საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად 30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია-სემინარებს თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ.

პროგრამა, რომელიც შედგენილია ქართველი პროფესორების მიერ, აღიარებულია სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ, ხოლო ამერიკელი სტუდენტების მიერ საზაფხულო სკოლაში მოპოვებული კრედიტები აღიარებულია სან დიეგოს უნივერსიტეტის მხრიდან. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, საქართველო და რეგიონული პოლიტიკა, საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში; საქართველოს ენერგოპოლიტიკა; საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა საქართველო რელიგიის კონტექსტში; საქართველო და ევროკავშირი; აშშ, როგორც საქართველოს სტრატერგიული პარტნიორი; ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა.

სტუდენტებს დასაწყისშივე ეკითხებათ შესავალი კურსი საქართველოს ისტორიაში. გარდა სალექციო კურსებისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრებთან, დევნილი მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ექსპერტებთან. დაგეგმილია ფართო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დაიხურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა