დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მუდმივად უნდა ესწრებოდეს სამშენებლო პროცესს

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით გათვალისწინებული სტანდარტები, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, დეველოპერულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა იმართება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზოგიერთი დეველოპერული კომპანია, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ყურადღებას არ აქცევს.

„კანონი, რომელიც მივიღეთ, არის ძალიან ადეკვატური, ძალიან სწორი და გამართული. ამ კანონს სჭირდება აღსრულება. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ დროულად მოხდეს რესურსების გაერთიანება და ამ კანონის იმპლემენტაციაზე დავიწყოთ მუშაობა. ზოგიერთი კომპანია, სამწუხაროდ არ აქცევს ყურადღებას ახალ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელშიც გარკვეულად არის სტანდარტები შემოტანილი და ამ სტანდარტების განხორციელება, იმ ნორმების დადგენა, რომელიც ამ კანონითაა გაწერილი, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და მათ სიცოცხლეს გადაარჩენს, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დეველოპერულმა კომპანიებმა უნდა მოამზადონ ყველა ის სტანდარტი, რაც მშენებლობებზე მომუშავეთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

„დღევანდელი შეხვედრა არის იმის ნიშანი, რომ მათთან გვქონდეს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის კუთხით. დეველოპერების შეხედულებებს მოვისმენთ. ჩვენ ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს და ისინი მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რომ გამოიყენონ ის პერიოდი, რომელიც შემოწმებამდე ექნებათ. საჭიროა, რომ მოამზადონ ყველა ის სტანდარტი, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებასა და სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მუდმივად უნდა ესწრებოდეს სამშენებლო პროცესს.

მისივე თქმით, მშენებლობებზე ძირითადი დარღვევები, როგორც შრომის ინსპექციიდან არის ცნობილი, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვითი საშუალებების არ ქონას ეხება.

„მართალია, შემოწმებას მე არ ვახორციელებ, მაგრამ ინსპექციიდან ვიცი, რომ ძირითადი დარღვევები ეხება ინდივიდუალურ დაცვითი საშუალებების არ ქონას, კოლექტიური საშუალებების არ ქონას, მოაჯირების არ ქონას. ამასთან, საყურადღებოა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების არ ყოლა სამშენებლო პროცესში, რომელიც მუდმივად უნდა ესწრებოდეს მთლიანად სამშენებლო პროცესს იმისთვის, რომ დასაქმებულებმა თვითონ არ მოახდინონ რეგლამენტების დარღვევა. ამის მონიტორინგი უნდა განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას არ აქვს რეგლამენტი დარღვეული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ასეა. მთავარია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მუდმივად უნდა ესწრებოდეს სამშენებლო პროცესს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო