ბიზნესომბუდსმენი - თუ შრომის ინსპექტირების პროცესში დაირღვევა ბიზნესის უფლებები, მაქსიმალურად მზად ვართ, ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში

თუ შრომის ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისად ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლექვინაძე მიიჩნევს, რომ სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც ყველაზე უნდა გავრცელდეს რეგულაცია და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო.

„შეხვედრების ციკლის, რომელიც დაიწყო და ბიზნესთან კომუნიკაციას გულისხმობს, მთავარი მესიჯი არის ის, რომ აღსრულების ნაწილი ახლოვდება და პროცესში კომპანიებმა კანონის შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა. ეს კომუნიკაცია არის ძალიან სწორი ფორმა ბიზნესთან ურთიერთობაში. თუ ამ ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისი მოქმედებებიც გავაკეთოთ. ვფიქრობ, არის რიგი საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიციები. მაგალითად, არის ის, რომ ამ ეტაპზე ინსპექტირება ეხებათ მომატებული საფრთხის მქონე კომპანიებს და სექტემბრიდან უნდა გავრცელდეს ყველაზე. ვთვლით, რომ სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც უნდა გავრცელდეს რეგულაცია ყველაზე და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო. ასევე ჩვენთან არის დასმული საკითხი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ტენდერებში ისეთი მუხლის გაჩენას, რომელიც გარკვეულ ხარჯვის კომპონენტს გააჩენს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ის რეგულაციები, რომლებიც შემოვიდა, ყველა ბიზნესისთვის იწვევს დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას. ანუ გაჩნდეს მუხლი, სადაც აღნიშული იქნება იმ ხარჯების შესახებ, რომელიც კომპანიებს სჭირდებათ შრომის უსაფრთხოების აღჭურვილობის, ინფრასტრუტურის და ტექნოლოგიების მოწყობაში. ეს იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს კომპნიების მხრიდან ტენდერში მონაწილეობისას ეკონომია ასეთი დანახარჯების ხარჯზე და ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები. ამ საკითხებზე მუშაობას ვაგრძელებთ. არის ერთ-ერთი საკითხიც, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების მენეჯერის არსებობას კომპანიებში. არის გარკვეული ადამიანური რესურსი მომზადებული ამ კუთხით, თუმცა კომპანიები თვლიან, რომ ბაზარზე მიწოდება მეტი რაოდენობითაა საჭირო. რამდენადაც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა სატრენინგო ცენტრები გამოთქვამენ მზაობას სურვილის შემათხვევაში გადაამზადონ შესაბამისი რაოდენობის შრომის ინსპექტორების სპეციალისტები, ანუ ეს მოგვარებადი პრობლემაა. ამ ეტაპზე კანონი მიღებულია, საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაციის პროცესი",- განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს შენობაში შრომითი უსაფრთხოების თემაზე დეველოპერებს ხვდება. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან მუნიციპალიტეტები უწყებებთან ერთად კოორდინირებულად შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს განახორციელებს. მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან კი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი გაფართოვდება და ეკონომიკის ყველა სფეროზე გავრცელდება. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, საკრებულოს წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო