ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებისთვის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს უფროსი, იური დევიატკინი და მოსკოვის მთავარი სამმართველოს დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სამმართველოს უფროსი ანდრეი პუჩკოვი ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გენერლების გათავისუფლება პუტინს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა სთხოვა.

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და 11 ივნისს გაათავისუფლეს.

საქმეს რუსეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა