აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტში ასახულია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.

„აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველოდებით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში”, - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ