პარლამენტის პლენარული სხდომები სურდო თარგმანით გადაიცემა

საქართველოს პარლამენტი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მეტად ხელმისაწვდომი ხდება. საკანონმდებლო ორგანოში, ამ მიმართულებით, კიდევ ერთი სიახლე დაინერგა. პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცემა და იქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ისარგებლონ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„პარლამენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, სადაც აპარატის თანამშრომლებს ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესწავლის მიზნით ტრენინგები უტარდებათ. პარლამენტის შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირება“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს