ომანის  ყურეში, ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეზღვაურებს შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

ომანის ყურეში ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, სადაც აფეთქება მოხდა, 44 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემზე მყოფი 50 წლის ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მეზღვაურის დამსაქმებელ კომპანიასთან ასევე ოჯახთან უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაცია დღეს შემოვიდა. ჩვენ მყისიერად შესაბამის წყაროებთან გადავამოწმეთ. პანამის დროში ქვეშ მცურავ გემზე ქართველი მეზღვაური არ ფიქსირდება, ხოლო მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე კი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ჩვენ კონტაქტზე ვართ, როგორც ოჯახთან ასევე მეზღვაურთის დამსაქმებელ კომპანიასთან",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ომანის ყურეში ორ ტანკერზე „Front Altair“ და „Kokuka Courageous“-ზე მცირე შუალედით აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო: ომანის ყურეში, ტანკერზე, სადაც აფეთქება მოხდა, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა - იგი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო