Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის დანიშნული მატარებლის სპეცრეისების ყველა ბილეთი გაყიდულია - რკინიგზა რეისებს ამატებს

ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ 16 ივნისს „ბლექ სი არენას“ 2019 წლის საკონცერტო სეზონს გახსნის. „ბლექ სი არენასა“ და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ მატარებლის სპეცრეისები დაემატა, თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებით, რომლებსაც სპეციალური გაჩერება „ბლექ სი არენას“ ბაქანზე აქვთ, თუმცა Black Eyed Peas -ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

როგორც ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებიც „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც გაჩერდებიან.

„მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: 15,16, 17 ივნისს თბილისიდან Black Sea Arena-მდე მატარებელი გავა 08:50 საათზე და ადგილზე იქნება 13:20 საათზე. იმავე დღეს, აღნიშნული მატარებელი ბათუმში იქნება 14 :15საათზე.

რაც შეეხება ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის განრიგს: ბათუმიდან მატარებელი გამოვა18:25საათზე, Black Sea Arena-ზე იქნება 19:20 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:59 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge-ს მობილური აპლიკაციით.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში