ევროკავშირის შრომის ბაზრის სააგენტო ბრატისლავაში განთავსდება

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შრომის ბაზრის ახალი სააგენტო, რომელმაც მუშაობა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში განთავსდება. ევროკავშირის კომისარმა დასაქმების საკითხებში მარიანა ტისენმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ახალ სააგენტოს ორი ძირითადი ამოცანა ექნება: 1) ევროკავშირის შრომის კანონები უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტურად გამოსაყენებელი; 2) ბრძოლა დარღვევებთან.

ევროკავშირის ახალი წევრები ცენტრალური ევროპიდან ხშირად გამოთქვამდნენ პროტესტს იმის გამო, რომ ყველა მნიშვნელოვანი სააგენტო ძირითადად დასავლეთ ევროპაშია განთავსებული. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ „ბრექსიტის“ გამო გადაწყვიტა საბანკო ზედამხედველობის და წამლების სააგენტოები გადაეტანა შესაბამისად პარიზში და ამსტერდამში. პოლონეთშია სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა