იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთება სავალდებულო იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთება სავალდებულო იქნება.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა, საბჭოს მიერ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნამდე, შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გავლის ვალდებულება დგინდება.

კერძოდ, კანონში პირდაპირ იწერება, რომ რაიონული სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს 5-წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გამართვა მოუწევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა