კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა

13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჯამში 8 მილიონი ლარი დახარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.

„13 ივნისი არის ერთობის ერთგვარი სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი გაერთიანდა აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა. როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა - დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მლნ გადმორიცხა იმისთვის, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის,”-განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს