მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართაც

იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი, ის კონკურსის პროცედურაში მონაწილეობას ვერ მიიღეს.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება არა მხოლოდ საკუთრივ საბჭოს წევრების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართაც.

ამასთან, პროექტის მიხედვით, ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესები ვრცელდება, აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოსა და კანონით დადგენილ სხვა უწყებებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას ან სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოცემისას.

ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ გავრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც სახელობითად განსაზღვრულ პირთა წრეს არ ეხება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს