ლუდმა „ნატახტარმა“ ბრიუსელში უმაღლესი გემოს ჯილდო მოიპოვა

2019 წლის 3 ივნისს, ბრიუსელში, ლუდ „ნატახტარს“ უმაღლესი გემოს ჯილდო - Superior Taste Award გადაეცა, International Taste Institute-ის მიერ.

პროდუქტები ჟიურის 200-ზე მეტმა წევრმა შეაფასა სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსის ჟიური მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სომელიეთა და შეფ-მზარეულებისგან არის დაკომპლექტებული, რომელთა ტალანტიც აღიარებულია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა „Le guide Michelin“ და „Gault & Millau.“

პროდუქტები ფასდება მკაცრი და ნეიტრალური მეთოდოლოგიით. პროდუქტების დაგემოვნება ხდება ბრმად კვებისა და სასმელის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებმაც არ იციან ბრენდის სახელი და მისი წარმომავლობა.

„200-მდე პროფესიონალი შეფ-მზარეული და სომელიე შეიკრიბა ერთად, რომ მიაწოდონ ობიექტური და პროფესიონალური უკუკავშირი მწარმოებლებს მათი პროდუქტების გემოსთან დაკავშირებით,“-აღნიშნავს Laurent van Wassenhove, International Taste Institute-ის დირექტორი. მისი განცხადებით, ცნობილი ინსტიტუტების წარმომადგენელი შეფ-მზარეულები და სომელიეები „ბრმად აფასებენ პროდუქტებს და მაღალი გემოვნებითი ქულების მქონე პროდუქტები იღებენ უმაღლეს გემოს ჯილდოს - Superior Taste Award.“

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს