ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

,,ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ტიპის ფორუმები ჩატარდა კახეთში, რაჭაში, იმერეთში. თითოეულმა ამ ფორუმმა რეგიონებს მოუტანა საინტერესო ახალი კავშირები, მუნიციპალიტეტებმა ახალი ინვესტორების მეტი ყურადღება მიიქციეს, უფრო მარტივი გახდა მათთან იმ პოტენციალზე საუბარი, რაც გააჩნია თითოეულ რეგიონს“,- აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

ღონისძიებას რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფორუმში მონაწილეობას, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და "მერების ეკონომიკური ზრდისთვის" სამდივნო იღებენ.

ფორუმის მეორე დღე, 14 ივნისი, სიტყვით გამოსვლებსა და დისკუსიას დაეთმობა, გაიმართება ადგილობრივი ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და სხვა სახის ღონისძიებები.

ამასთან, განხილული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის სწორ მარკეტინგზე, თანამშრომლობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე დაფუძნებული განვითარება.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

„ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის.

მიმდინარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა