1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7389 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7389 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7389 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0914 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 , ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.