„კასტელო მარეს“ დირექცია სასტუმროს ეზოში რუსეთის დროშის დაკიდების მიზეზს განმარტავს

ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ დირექტორის მოადგილე ზანდა მესხიძე „ინტეპრესნიუსთან“ განმარტებებს აკეთებს, თუ რის საფუძველზე დაკიდეს სასტუმროს ეზოში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა.

როგორც ზანდა მესხიძემ განაცხადა, მათ სასტუმროში სხვადასხვა ქვეყნებიდან ხშირად იმართება ღინისძიებები და ყველა ასეთი შემთხვევის დროს სასტუმროს ეზოში აღიმართება იმ ქვეყნის ეროვნული დროშა, რომლის კონფერენციაც ტარდება. მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციის შემთხევაშიც ასე მოიქცნენ.

ზანდა მესხიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სასტუმრო „კასტელო მარეში“ რუსეთის დროშის აღმართვას აჟიოტაში მოჰყვა, სასტუმროს მენეჯმენტმა ოკუპანტი ქვეყნის დროშის ჩამოსხნის გადაწყვეტილება მიიღო. მესხიძის თქმით, გამონაკლისს დაუშვებენ და რუსეთის ფედერაციის ეროვნული დროშა სასტუმროს ეზოში მომავალშიც აღარ აღიმართება.

„ასეთი ფაქტები ბევრი გვაქვს. როდესაც ამერიკის საელჩოს ღონისძიება იყო ჩვენთან, ამერიკის დროშა გვეკიდა; როცა საფრანგეთის ღონისძიება იყო - საფრანგეთის დროშა იყო აღმართული და ა.შ. შესაბამისად, რუს სტუმრებთან მიმართებაშიც იგივენაირად მოვიქეცით. ეს კონფერენცია სასტუმროში ახლაც მიმდინარეობს. „სოლნეჩნაია გრუზია“ - ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც ჩამოსულია. კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვთხოვა დროშის დაკიდება და ეს გავითვალისწინეთ. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას და არ გვინდოდა ხალხის გაღიზიანება. შესაბამისად, ვიზიარებთ საზოგადოებრივ აზრს და ეს სიმბოლიკა აღარ დაიკიდება“, - განაცხადა მესხიძემ.

მისივე განმარტებით, დროშის ჩამოხსნის შესახებ ღონისძიების მონაწილე რუსებმაც გაიგეს და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდნენ.

სასტუმრო “კასტელო მარეს“ ეზოში რუსეთის დროშის დაკიდების შესახებ ინფორმაცია აჭარის ადგილობრივმა ტელევიზია TV-25-მა გაავრცელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა