პროკურატურაში კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორის წერილის მიღებას ადასტურებენ, რომელშიც, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძის რეპუტაციის დაზიანებაზეა საუბარი

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმეთან დაკავშირებით კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორის წერილი მიიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, წერილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის საქმეზე, მათი პასუხი ერთია, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორმა, პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა. წერილში საუბარია რამდენიმე ფაქტზე, რომელმაც კომპანიის ყურადღება მიიქცია. წერილში, რომელსაც „რუსთავი 2“ აქვეყნებს, საუბარია მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციაზე, კერძოდ რამდენიმე ზარზე, რომელიც მსოფლიოს წამყვან თეატრებში განხორციელდა. ზარის ავტორი თავდაპირველად ამბობს, რომ სურს ინტერვიუ მსოფლიო ბანთან, თემად კი მის მოსალოდნელ დაპატიმრებას ასახელებს.

"2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა",-ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა თადუმაძის სახელზე გაიგზავნა.

ვიქტორ ყიფიანი - სავსებით მისაღებად მიმაჩნია პანდემიაზე, როგორც ვირუსოლოგიურ უბედურებაზე და იმავდროულად გლობალურად აუცილებელი ცვლილებების დამაჩქარებელზე საუბარი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020
დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
„გაგუას კლინიკამ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად გადასცა
„ტერასა ჯგუფმა“ ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია
"ბაზისბანკის" ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა