„ჰუალინგ ჯგუფს“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არ აქვს

„ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო უნდა აეშენებინა, ამ ეტაპზე 27 000 ლარითაა დაჯარიმებული და ამასთან, კომპანიას ჯერჯერობით მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის, კომპანიას საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის გამო, 27 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

თავის მხრივ, მერიის არქიტექტურის სამსახურში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ კომპანიას წარდგენილ პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ რეკომენდაციები და მათი გამოსწორებისთვის შესაბამისი დრო მისცეს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ვადა ამოიწურა, „ჰუალინგს“ არქიტექტურის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს.

„ამ ეტაპზე ესკიზი შეთანხმებულია და პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების განხილვა მიმდინარეობს. 5 აპრილს „ჰუალინგ ჯგუფმა“ შემოიტანა პროექტი, რომელიც სამსახურმა განიხილა და გარკვეული ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაცია მისცა კომპანიას. ამის შემდეგ, კომპანიის მხრიდან მომართვა აღარ ყოფილა. პროექტის დამტკიცების შემდეგ სამშენებლო ნებართვის გაიცემა,“- აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა მშენებლობის პროცესი დღემდე დაწყებული არაა და კომპანია ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო