გორი-ერგნეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი

გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა,რვა კი დაშავდა.

თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს „ბეემვეში“ მყოფმა პირებმაც.

„ბეემვეს“ ავტომობილის მძღოლი და ორი მგზავრი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

„გორმედის“ მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს და მის 2 წლის შვილს მცირე ექსკორაციები აღენიშნებათ და ორივე მათგანი ტრამბულატორიული პაციენტია. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მძიმეა 25 წლის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. სხვა დაშავებულებს კი ამ წუთებში პირველადი დახმარება და პირველადი კვლევები უტარდებათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართვველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მძიმე ავარია გორის ავტომაგისტრალზე - 1 ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა