ანონსი 14 ივნისი

14 ივნისს, 09:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 ივნისს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ივნისს, 10:30 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ ვებგვერდებზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტატისტიკასა და 2019 წელის ტენდენციებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ტარას შევჩენკოს ქ. #1

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 500 137

14 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისი რეგიონულ კონფერენციას „მოსახლეობის დინამიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება.

მის.“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577211300; ნინო ტალახაძე - 595053605

14 ივნისს, 10:30 საათზე, სამოქალაქო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში სექსუალური უმცირესობების მდგომარეობასა და პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება.

მის: თბილისი, ჭოველიძის ქუჩა #10

საკონტაქტო პირი: +995 32 225 05 94

14 ივნისს, 11:00 საათზე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში, სასტუმრო „ტერასაში“, მცხეთის განვითარების ახალ სტრატეგიას წარადგენს.

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

14 ივნისს, 11:00 საათზე, „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“-ს ოფისში მამუკა გამყრელიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და ოპოზიციის ინიციატივა

მის.: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე - 551662525

14 ივნისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია და სერგო რატიანი საპენსიო სააგენტოში მივლენ.

სერგო რატიანი დაგროვებითი საპენსიო სისტემას დატოვებს, გიგა ბოკერია კი განცხადებას გააკეთებს.

მის.: ყიფშიძის 7ბ (საპენსიო სააგენტოს ოფისი)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

14 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარის, ნათია კუპრაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ დაგეგმილი რეგულაციები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და VTB ბანკის წარმომადგენელი შოთა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“, საფესტივალო პროგრამა და ადგილმდებარეობები.

მის: ჭოველიძის ქ N7; „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზი; III სართული;

საკონტაქტო: თაკო საგანელიძე - 593 61 66 70

14 ივნისს, 12.00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

მის: მაჩაბლის ქ.11

საკონტაქტო ტელ: 599 58 00 01

14 ივნისს, 12:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ტრანსგენდერი ქალები გამართავენ პრესკონფერენციას.

თემა: "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში"

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები პოლონეთის არაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

14 ივნისს, 13:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით და ჯამპსტარტ საქართველოს ლოგისტიკური მხარდაჭერით, ტექნოპარკში რიგით მესამე ჰაკათონს "ინოვაციური იდეები სამოქალაქო საზოგადოებისათვის" ჩაატარებს.

მის: ტექნოპარკი

საკონტაქტო: სალომე არშბა- +995 599 71 21 31

14 ივნისს, 14:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ჯგუფების იუნკერთა პირად შემადგენლობას შეხვდება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14 ივნისს, 14:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - "მართლმსაჯულება და ლიტერატურა."

ღონისძიება გაიმართება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში და მას დაესწრებიან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ადგილობრივი ადვოკატები.

მის: ქუთაისი, თამარ მერფის N14, კინო საქართველო

საკონტაქტო ტელ: 599221198 ქეთევან თურაზაშვილი

14 ივნისს, 14:00 საათზე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეგობარ არასამთავრობოთა კოალიციასთან ერთად, თბილისის ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით ლექციას ჩაატარებს.

თემა: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე მიმდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება

მის: უნივერსიტეტის ქ.2

14 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

14 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო შეხვედრას გამართავს თემაზე: „ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები“. ღონისძიებაზე ასევე, სიტყვით გამოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე.

მის.: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი N4.

14 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართება კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ მე-6 სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

14 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 2018-2019 სასწავლო წლის დასრულების დღეს, ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების დამსახურებულ პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდება და განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალებს გააცნობს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე დაესწრებიან.

მის.: ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს