საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მცდელობაზე - ევროპის თეატრებში დარეკეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა

სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები, რასაც ამყარებდა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი, შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია, -ამის შესახებ საერთაშორისო სამსახიობო სააგენტოს „ასკონა ჰოლტი“ მიერ საქართველოს პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

როგორც სააგენტოს მიერ გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მისამართით გაგზავნილ წერილში აღნიშნული, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ჩართული იყო საქართველოს კეთილდღეობის შენებაში და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტებში, არ ეძლევა თავისი საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა.

„სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები (რასაც ამყარებდა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი) შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა. მისი დისკრედიტაციისთვის ასევე, გამოყენებული იქნა wikipedia.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი სააგენტო ათეული წლების მანძილზე ხელს უწყობდა პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტების გამართვაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად. მსოფლიოში ცნობილი მაღალანაზღაურებადი უცხოელი არტისტები სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ საქართველოში და ეხმარებოდნენ ქართველ ბავშვებს. ამჟამად, ეს საქველმოქმედო აქციები შეჩერებულია და არც ერთი არტისტი აღარ გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არანაირი დანაშაულის კვალი არ არის აღმოჩენილი (ფაქტი ოფიციალურად ცნობილი არ არის), მაგრამ ჩვენი გაერთიანების წევრს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მუდმივად ჩართული იყო საქართველოს კეთილდღეობის შენებაში და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო საქველომოქმედო პროექტებში, არ ეძლევა თავისი საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა“,-ნათქვამია წერილში.

ამასთან პროკურატურაში გაგზავნილ წერილში, წერია, რომ აქამდე პაატა ბურჭულაძეს მთელი მსოფლიო იცნობდა, როგორც დიდ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს და ათეული წლების მანძლზე ბევრი უცხოელისთვის საქართველო სწორედ მის სახელთან იყო გაიგივებული. სააგენტო წერილში განმარტავს, რომ მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, საკუთარი ქვეყანა ცილს სწამებდეს და დევნიდეს სახელოვან არტისტს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა