მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში აშშ-თან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი აშშ-თან და ახლო მომავალში კიდევ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის კომერციის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არსებობს თუ არა მზაობა აშშ-ში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი, შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც მსგავს ფაქიზ საკითხებს წინასწარ არ აანონსებს.

“არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. კონგრესმა დააინიცირა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, სადაც მათ შორის გაკეთებულია აქცენტი, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს