მამუკა ბახტაძე - გაზიფიცირების ტემპები უნდა დაჩქარდეს და თუ რომელიმე კომპანია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, შესაბამის უწყებებს ექნებათ მყისიერი რეაგირება

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაზიფიცირებაზე, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას აქვს კონკრეტული დავალება - გაზიფიცირების ტემპები უნდა დაჩქარდეს და თუ რომელიმე კომპანია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს ისე, როგორც უნდა შეასრულოს, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებს ექნებათ მყისიერი რეაგირება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში კომპანია “ბილდინგ ენერჯისთან” დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა შეიმუშავა და სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა განხორციელდეს.

“ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ გაზიფიცირების სამუშაოებს დავაჩქარებთ და ამას ვაკეთებთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ერთის მხრივ ორიენტირებული ვართ ტემპზე და სიჩქარეზე, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ისინი. საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი 2022 წლის ჩათვლით უნდა დავასრულოთ. ბუნებრივია, თუ ვინმე ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ნიშნულის მიღწევას ან ექნება პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ მსოფლიოში მე-5 ადგილზე ვართ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ღია ბიუჯეტის ინდექსში. ერთის მხრივ უზრუნველვყოფთ ფულადი სახსრების მაქსიმალურად გამჭვირვალე მოძრაობას, მეორეს მხრივ ყველას აქვს მიცემული დავალება, რომ გვჭირდება სწრაფი ტემპები, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს