თამარ ჩუგოშვილი 13 ივნისის ტრაგედიაზე - ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა, შედეგად სახელმწიფომ შეძლო ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება

2015 წლის 13 ივნისი უდიდესი ტრაგედია იყო მთელი ქვეყნისათვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს; ასევე, მადლობას ვუხდით ყველა იმ უწყების თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში და თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც ძალა არ დაიშურა, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში,-ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილის 13 ივნისის ტრაგედიის მეოთხე წლისთავს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

როგორც თამარ ჩუგოშვილი წერს, მაშინ, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა ყველა უწყება. მობილიზებული იყო კერძო სექტორი და ბევრი მათგანი უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოებს.

„განსაკუთრებული იყო ბიძინა ივანიშვილის როლი. მაშინ, როცა სახელმწიფოს დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება უწევდა, მან დადო პირობა რომ ყველა ხარჯს, რომელსაც სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა, თავად დაფარავდა. შედეგად 8 მილიონით დაეხმარა ქალაქს მაშინ „ქართუ ფონდი“, 500 000 ლარით თანაინვესტირების ფონდი, 2 250 000 ლარით „ქართუ ბანკი“ - ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა. შედეგად სახელმწიფომ შეძლო ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება. ინფრასტრუქტურის აღდგენა და სწორად გაკეთება. დღეს ვერეს ხეობა გვახსენებს ტრაგედიასაც, მაგრამ გვახსენებს უპრეცედენტო სოლიდარობასაც“,-წერს თამარ ჩუგოშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო