საქართველოს კონსული ისრაელში - კატეგორიულად არ არის სწორი, როცა განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ

კატეგორიულად არ არის სწორი, როცა განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ალექსანდრე ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ ხორციელდება და ეს არალეგალური მიგრაციის შემცირებას ემსახურება.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის მიერ არ ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ. პერიოდულად საიმიგრაციო სამსახური თავის ღონისძიებებს ახორციელებს, რაც ისრაელში არალეგალური მიგრაციის შემცირებას ემსახურება. ამიტომ კატეგორიულად არ არის სწორი, როცა განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ. არც განსაკუთრებულ რაოდენობაზე არის საუბარი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა. ამასთან, კონსული დეპორტაციის მიზეზებსაც განმარტავს და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გარკვეულ კანონდარღვევებზე საუბრობს. „მიზეზი ძირითადად ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის უფლება, ვადები იყო დარღვეული. ზოგიერთი მათგანი არალეგალურად მუშაობდა, რამდენიმე პირის მიმართ დადგინდა გარემოება, რომ ისინი ისრაელში არაკანონიერი გზით იყვნენ შესულები, შესაბამისად, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ერთ-ერთი ასეთი განხორციელებული ღონისძიების შედეგად დაკავებული იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და ისინი გადაყვანილი იქნენ სადეპორტო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა