ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი ეწვია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი და მისი მოადგილე, გრიგორ გალაგანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუმრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ისაუბრა სამსახურის ადმინისტრაციული მოწყობის, მუშაობის პრინციპის, უწყების პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის, დასაქმების საკითხების და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც როგორც სამსახურის, ისე უწყების ბენეფიციარების წინაშე დგას.

ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორმა, ლევან ჯუღელმა კი თავის პრეზენტაციაში, ხაზგასმით ისაუბრა ვეტერანთა ჰოსპიტლის დღევანდელ მდგომარეობაზე და იმ გეგმებზე, რომლებიც ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლადაა დაგეგმილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

დაიგეგმება ერთობლივი პროექტები, რომლებიც როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ვეტერანებისათვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვიზიტი საქართველოში, რადგანაც არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა, არამედ ჩვენ შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა. მთავარია, რომ ჩვენ გვესმის, როგორი პროგრამები შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ იმისათვის, რომ ჩვენი ვეტერანები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, თავს დაცულად გრძნობდნენ.

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გვქონდეს შეხვედრები მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ჩავატაროთ კონფერენციები, არა მხოლოდ უწყებრივ დონეზე - სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის.

ჩვენ ვიმოქმედებთ, ისე რომ ჩვენს ვეტერანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან თანამშრომლობის, გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ვიმუშავებთ იმ პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ვეტერანების მიერ წარმოებულ ბიზნესს, რადგანაც, დამტკიცებული ფაქტია, რომ ვეტერანისთვის ბიზნესის წარმოება არის ყველაზე საუკეთესო გზა მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ადაპტაციისა და რეაბილიტაციისათვის,"- განაცხადა ირინა ფრიზმა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალშექმნილი სამინისტროს წარმომადგენლები გამოცდილების გასაზიარებლად, ჩვენთან ჩამოვიდნენ. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ როგორი გეზიც ჩვენ ავიღეთ, რომ ხელი შევუწყოთ ვეტერანებს ბიზნესის წარმოებაში, ამავე გზაზე დგანან ჩვენი უკრაინელი მეგობრები“, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა