აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება განიხილეს, საქართველოზეც იყო საუბარი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე: „ნატო-ს გაფართოება: ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შეფასება“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, კეტრინ ვილბერგერი.

მათივე ცნობით, მოსმენისას ხაზი გაესვა ნატო-ს მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ნატო მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი) ისაუბრა ნატო-ს გაფართოების გონივრულობაზე.

„ვფიქრობ, აქ ქართველები რომ იყვნენ - რომელთა ორი რეგიონი რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედების გამო კვლავაც ოკუპირებულია და უკრაინელები, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ძლიერ არგუმენტს მოიყვანდნენ, თუ რატომ არის ნატო-ს გაფართოება გონივრული იდეა“, - აღნიშნა სენატორმა რიშმა.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტის შტატი) გაიხსენა რამდენიმე წლის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს შიგნით, მისი წევრი ქვეყნების ლიდერთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

„ერთ-ერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერი ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ყოფნა ალიანსს ომის მდგომარეობაში ჩააყენებდა რუსეთთან. მაგიდასთან დამსწრე სხვა ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის შიგნით ყოფნით სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნები გვეყოლებოდა, რომლებიც თავიდან აირიდებდნენ მათ ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასა, თუ ჩარევას. ამიტომაც მრავალი ჩვენგანი ძალიან მოხარულნი ვართ, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელთან დაკავშირებული შეთანხმებით და კიდევ ერთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებით, რაც გამბედაობით და წარმოუდგენელი ლიდერობით მოხერხდა“ , - აღნიშნა სენატორმა კრის მერფიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა