სტუდენტური კალათბურთის ლიგის ახალი სეზონი 15 ივნისს დაიწყება

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება.

მათივე ცნობით, ლიგის გამარჯვებული საქართველოს საკლათბურთო ჩემპიონატის მეორე - „ა ლიგის“ საგზურს მოიპოვებს და დაფინანსების სახით 60 000 ლარს მიიღებს. ამასთან, ისტორიაში პირველად, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

პრესკონფერენციის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა. ლიგის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც 15 ივნისს აიღებს სტარტს, 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც რვავე გუნდი პლეი ოფში გავა და მეოთხედფინალში ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2-2 მატჩისგან შედგება. მატჩების ლაივ-სტატისტიკის ხილვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ გვერდზე (GBF.ge) იქნება შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა