„ნაციონალურმა მოძრაობამ“  წარადგინა ინიციატივა, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის წესის ცვლილებას გულისხმობს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის წესის ცვლილებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

„რეგლამენტში არსებული მოქმედი ჩანაწერით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კოორდინაციისათვის იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღემდე აღნიშნული საბჭო არ შექმნილა. შესაბამისად, პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას და, აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო ოფისი სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

ინიცირებული რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. აღნიშნული ცვლილებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა, უნდა იყოს უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების მიერ არჩეული პირი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღება უზრუნველყოფს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებას, რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინირებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ასევე, ცვლილების შედეგად გაიზრდება საბიუჯეტო საქმიანობაში საპარლამენტო უმცირესობის როლი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა